საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებიდან ჯაბა კანკავას წასვლას გამოეხმაურა.
ფრანგმა სპეციალისტმა ჯაბას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისთვის პატივი იყო კანკავას მწვრთნელობა:
„მადლობა კაპიტანო იმისთვის რასაც მიაღწიე საქართველოს ნაკრებსა და შენს კარიერაში. მადლობა, რომ მაგალითი იყავი ყველა შენი თანაგუნდელისთვის და ასევე ახალგაზრდა თაობებისთვის. შენი მწვრთნელობა დიდი პრივილეგია იყო. მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდავ“, - წერს სანიოლი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 10 გოლი გაიტანა. მას დებიუტი 2004 წელს თბილისში, ალბანეთთან (2:0) მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა. კანკავა ლევან კობიაშვილთან ერთად არის ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 100-ჯერ აქვს ნათამაშები.