"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ენტონი მარსიალი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს. 26 წლის ფორვარდმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, მას შემდეგ, რაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
მარსიალი „სევილიას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა და ორივე გუნდის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
შეგახსენებთ, ფრანგი ფეხბურთელი წლიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2015 იცავდა და 269 შეხვედრაში 79 გოლი გაიტანა. მან ინგლისური კლუბი სათამაშო დროის უქონლობის გამო დატოვა. მარსიალის კარიერა „ლიონში“ დაიწყო, სახელი კი 2013-2015 წლებში „მონაკოში“ თამაშით გაითქვა.