საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ენტონი მარსიალი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს. 26 წლის ფორვარდი უკვე ქალაქშია და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.
მარსიალი „სევილიას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდება და ანდალუსიელებს ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
ფრანგი ფეხბურთელი 2015 წლიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა და 269 შეხვედრაში 79 გოლი გაიტანა. მან ინგლისური კლუბი სათამაშო დროის უქონლობის გამო დატოვა. მარსიალის კარიერა „ლიონში“ დაიწყო, სახელი კი 2013-2015 წლებში „მონაკოში“ თამაშით გაითქვა.