ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, ბორბა რივალდოს ცოლი, ელზა კამინსკი ფერეირა არასოდეს ყოფილა თავისი ქმრის შემოსავალზე დამოკიდებული და მუდამ ცდილობდა თავისი საქმე ჰქონოდა. რივალდოს კარიერის დასრულების შემდეგ კი მთელ თავის დროს საკუთარ მცირე ბიზნესს უთმობს და ამით ნამეტანი ბედნიერია.
ელზა კამინსკი ფერეირას ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში ორი სილამაზის სალონი აქვს გახსნილი, რომლებსაც აგერ უკვე 15 წელზე მეტია კარგად ამუშავებს და ბრაზილიის ამ სიდიდით მეორე ქალაქში ფაქტობრივად ვერ ნახავთ ადამიანს, რომელმაც რივალდოს ცოლის დაწესებულება არ იცის.
როდესაც ელზას საპარიკმახერო ჯერ ახალგახსნილი იყო და მის შესახებ ბევრმა არავინ უწყოდა, რივალდო ცოლს იმით დაეხმარა, რომ ამ ფრიად მნიშვნელოვან დაწესებულებაში რამდენიმე პოპულარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მიიყვანა, რაც ფეხბურთით მსუნთქავ ამ ქვეყანაში უბრალო ამბავი სულაც არაა.