ფეხბურთი

17:15 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვერ გავა, რონალდუ კონტრაქტს გაწყვეტს

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ზაფხულში დატოვებს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს. სენსაციურ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა და ესაუბრა კონტრაქტის გაწყვეტაზე იმ შემთხვევაში თუ „იუნაიტედი“ სეზონს ოთხეულში ვერ დაასრულებს.

კრიშტიანუს „მანჩესტერთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ გავრცელებული ცნობით, მისი ერთი წლით ადრე გაწყვეტა მოულოდნელი არ იქნება.

მიმდინარე სეზონში 36 წლის პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა, „მანჩესტერი“ კი პრემიერლიგაში 32 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ორი მატჩი გამოტოვებული აქვს.

0.118885