თამაშგარე

10:50 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიანა ჯოჯუა: “მეუბნებოდნენ, სხეული გაყიდეო...“

MMA-ს ქართველი მებრძოლი ქალი ლიანა ჯოჯუა საყოველთაოდ აღიარებულია როგორც სპორტის ამ სახეობაში მოღვაწე ასულთაგან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაამო და სექსუალური ქალი. თუმცა ეს აღიარება თავად სპორტსმენს ხშირ შემთხვევაში ძალიან არ მოსწონს და შეიძლება ითქვას რომ ხელსაც უშლის.

ცოტა ხნის წინ, ლიანას დადებული კონტრაქტი ამოეწურა და როგორც თავად სპორტსმენი ამბობს, ეს ამბავი გახდა მისი როგორც ლამაზი ქალის დაბულინგების მიზეზი. ზოგიერთი მამრი სოციალურ ქსელში წერს, რომ დადგა დრო, როდესაც ლიანამ სპორტს თავი უნდა დაანებოს და საკუთარი ლამაზი სხეული “სათანადოდ“ გამოიყენოს.

"მას შემდეგ, რაც UFC-სთან კონტრაქტი ამომეწურა, ხალხი სხვადასხვა რაღაცას მწერდა. ფაქტობრივად, მეუბნებოდნენ, რომ სხვა არაფერი გამოგივა და სხეული გაყიდეო... წავიკითხე და შოკში ჩავვარდი. როგორი გამწარებული უნდა იყოს ადამიანი რაღაცით, რომ ასეთი საშინელება დაწეროს"- განაცხადა ჯოჯუამ.

0.197145