ფეხბურთი

15:32 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "თავს ისე ვგრძნობ, თითქოს 30 წლის ვარ და მინდა 42-წლამდე ვითამაშო"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ მისი მიზანი 42 წლამდე ფეხბურთის თამაშია და ახლა თავს ისე გრძნობს, თითქოს 30 წლის იყოს.

„ფიზიკურად ვგრძნობ, რომ 30 წლის ვარ. მე ვზრუნავ ჩემს სხეულსა და გონებაზე. 33 წლის შემდეგ მივხვდი, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩემი სხეული დამეხმარება. მაგრამ ნამდვილი ბრძოლა ფსიქოლოგიურ ფრონტზეა. მაღალ დონეზე დარჩენისთვის მრავალი დაბრკოლების გავლა ყველაზე რთულია. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ვმუშაობ და მეტ დროს ვუთმობ გონებას. ვიცი, რომ ჩემი სხეული დამეხმარება, რადგან პატივს ვცემ და ვუსმენ.

ცხოვრებაში უნდა იყოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი მომენტი – ცუდიც და კარგიც, მაგრამ როცა დაეცემი, უნდა გქონდეს ძალა, რომ ადგე. ბედნიერი ვარ, მინდა ვითამაშო და ვნახოთ რა მოხდება. მინდა გავარკვიო, შემიძლია თუ არა თამაში 40, 41 ან 42 წლამდე. მაგრამ რაც მთავარია, ჩემი ყოველდღიური მიზანია ვისიამოვნო დღევანდელი მომენტით“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ თებერვალში 37 წლის ხდება, მას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.114379