თამაშგარე

13:52 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესის და ანტონელას ფერადოვნება

ლეო მესის თავისუფალი დროის გატარება რომ მხოლოდ და მხოლოდ ოჯახთან ერთად უყვარს - ეს ცნობილი ამბავია და რა გასაკვირია, რომ აწდასრულებული საშობაო-საახალწლო არდადეგებიც ოჯახთან ერთად არგენტინაში გაატარა. პარიზში დაბრუნების შემდეგ კი ლეოს ცოლმა ანტონელა რეკუზომ სოციალურ ქსელებში რამდენიმე ახალი ფოტო გამოდო.

ანტონელას მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ბულვარულმა მედიამ რამდენიმე დასკვნა გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, ლეოს და მის ოჯახობას ახალი ჰობი ქონია, რასაც ქართულად ერთი სიტყვით “ფერადოვნება“ შეიძლება ეწოდოს. მათი შესამოსელის ფერმრავლობა ერთობ სახალისო და თვალსაამო სანახავია.

ისიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ლეო მესი და მისი თავისნათქვამა ცოლი არად დაგიდევენ საზოგადოების ნაწილის ქილიკს მათ რბილად რომ ვთქვათ უცნაურად ჩაცმის სიყვარულზე და კვლავინდებურად ისე იმოსებიან, როგორც მოსწონთ და ელამაზებათ. პრინციპში ასეც უნდა იყოს!

0.136908