აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშების პირველი ტურის სამი მატჩი დღეს უკვე გაიმართა და სამივეში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა - 1:0.
B ჯგუფში სენეგალის ნაკრები ზიმბაბვეს დაუპირისპირდა და აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. საბოლოოდ, გამარჯვება სენეგალმა სადიო მანეს ერთადერთი გოლით მოიპოვა, რომელიც „ლივერპულის“ შემტევმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე პენალტით გაიტანა.
ამავე ჯგუფში გვინეის ნაკრებმა მალავის 1:0 მოუგო და გამარჯვების გოლი პირველ ტაიმში სიაგა სილამ გაიტანა. მალავის ნაკრების რიგებში 90 წუთი ითამაშა გორის „დილას“ ფეხბურთელმა ფრანსისკო მადინგამ. მეორე ტურში 14 იანვარს, სენეგალი გვინეას, ხოლო იმავე დღეს მალავი ზიმბაბვეს შეხვდება.
C ჯგუფში დღის ცენტრალური თამაში გაიმართა და მაროკოს ნაკრებმა განის ნაკრებს 1:0 აჯობა. მატჩის ბედი 83-ე წუთზე სოფიან ბუფალის გოლმა გადაწყვიტა. ამავე ჯგუფში დღეს გაბონი კომოროსის ნაკრებს შეხვდება, ხოლო მეორე ტური 14 იანვარსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, აფრიკის ეროვნებათ თასმა სტარტი გუშინ აიღო და A ჯგუფში კამერუნმა ბურკინა ფასოს (2:1), კაპე ვერდემ კი ეთიოპიას მოუგო (1:0).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს აფრიკელები რაც არ უნდა კარგად თამაშობდნენ და კარგ გუნდებში ერთად რომ იკრიბებიან ხდებიან სულით ხორცამდე აფრიკელები. უკლასო, დაბალი საფეხბურთო IQ-თ, ანუ ფეხბურთში გადმოდით რაც ისეც არიან. სულ ასე იყო
თან, 10 ნომერი ყოფილა )
ფაქტიურად, უნიკალური მოვლენაა ჩვენთვის..
ტიპი გორის დილაში თამაშობს რა ყ.ეა დდდდდდ