ჩოგბურთი

15:03 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩის დედა: "ჩემი შვილი მწერებით სავსე ოთახში ჰყავთ გამოკეტილი"

ნოვაკ ჯოკოვიჩის დედამ, დიანამ განაცხადა, რომ მისი შვილი მწერებით სავსე ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი. როგორც მან აღნიშნა, შვილს ესაუბრა და მას არ აძლევენ საშუალებას, რომ სხვა სასტუმროში გადავიდეს ან სახლი იქირაოს.

„როგორც გინდათ, ისე გამიგეთ - ეს საშინელებაა. ნოვაკს ისე ექცევიან, როგორც პატიმარს, ჭუჭყიან ოთახში ჩაკეტეს, ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, დაძინება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. იმედი მაქვს, რომ ნოვაკი ამ ბრძოლას მოიგებს, რადგან ძლიერია. ჩვენ ვცდილობთ ძლიერები ვიყოთ, რომ წინსვლისთვის ენერგია მივცეთ. ბინძურ, ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროშია, რომელიც მწერებით სავსეა და ამაზრზენი საჭმელი აქვთ. არ მისცეს იმის საშუალება, რომ სხვა სასტუმროში გადასულიყო ან სახლი იქირაოს“, - თქვა ნოვაკის დედამ.

თავის მხრივ, ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარენ ენდრიუმ განაცხადა, რომ ჯოკოვიჩი პატიმრობაში არ არის და ავსტრალიის დატოვება ნებისმიერ დროს შეუძლია:

„ბატონი ნოვაკი ავსტრალიაში დაკავებული არ არის. მას შეუძლია ქვეყანა თავისუფლად დატოვოს, როცა მოინდომებს და სასაზღვრო პოლიცია ამაში დაეხმარება“, - თქვა ენდრიუმ.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩს აუცრელობის გამო ავსტრალიაში შესვლის უფლება არ მისცეს და იზოლირებული ჰყავთ. მსოფლიოს პირველ ჩოგანს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში გამონაკლისის სახით, არავაქცინირებულს სურდა და ტურნირის ორგანიზატორთა მხრიდან ნებართვაც მიიღო, მაგრამ მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.

0.119973