"ნიუკასლ იუნაიტედმა" მადრიდის "ატლეტიკოდან" კირან ტრიპიერი დაიმატა. ინგლისელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
ტრიპიერი "კაჭკაჭების" ღირსებას 2024 წლის ზაფხულამდე დაიცვას. ის "ნიუკასლის" ახალი მფლობელების ერაში პირველი ტრანსფერია, რომლის ღირებულებამ 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.
შეგახსენებთ, 31 წლის ტრიპიერი „ატლეტიკოში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 91 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლი არ გაუტანია, გასულ სეზონში კი ესპანეთის ჩემპიონი გახდა. მას ასევე უთამაშია „მანჩესტერ სიტიში“, „ბარნსლიში“, „ბარნლისა“ და „ტოტენჰემში“, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი, 35 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.