თქვენს წინაშე წარმოდგენილ ფოტოზე, სადაც ტურინის “იუვენტუსის“ არგენტინელი შემტევი პაოლო დიბალა თავის გულისსწორთან, ორიანასთან ერთადაა გამოსახული, ტურინელი და ზოგადად ევროპელი ფანებისთვის თითქოს არაფრისმთქმელი, ჩვეულებრივი საახალწლო ფოტოა. თუმცა ამ ფოტომ სულ სხვა ემოციები აღძრა ქართველებში.
პაოლოს და ორიანას თავსზემოთ, საქართველოს ეროვნული დროშას შეამჩნევთ, რომლის ფოტოზე მოხვედრის რაობა და მიზეზები ქართველებში დიდი განხილვის საგანი გახდა. საქართველო მოგეხსენებათ პატარა ქვეყანაა და მსგავსი თუნდაც მცირე დეტალები ჩვენში როგორც წესი დიდ ემოციებს აღძრავს ხოლმე.
სოცალურ ქსელებში, ტურინული კლუბის ქართველმა ქომაგებმა განმარტეს, რომ აღნიშნული დროშა ტურინში, ბრავოების რესტორანში რამდენიმე წლის წინ დატოვეს “იუვენტუსის“ ჩვენებურმა ტიფოზებმა. ამ რესტორანში ხშირად დადიან “ბიანკონერები“, რომლებიც როგორც ხედავთ, ჩვენს ეროვნულ სიმბოლიკასთან ფოტოებსაც იღებენ ხოლმე.