საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის მატჩში, ლიდერმა „პარი სენ-ჟერმენმა“ აუტსაიდერი „ლორიანის“ დამარცხება ვერ შეძლო (1:1). პარიზელთა დიდვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ კი კვლავ უგოლოდ დატოვა მინდორი. ეს ზედიზედ მერვე გასვლითი თამაში გახლდათ, რომელშიც არგენტინელს თავი არ გამოუჩენია.
Stats Foot გვამცნობს, რომ მესიმ თავისივე ანტირეკორდი გაიმეორა. 2006 წლის სექტემბრიდან, 2007 წლის მარტამდე, „ბარსელონაში“თამაშისას, მას ასეთივე სერია ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ მესი „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წლის აგვისტოში გადავიდა. მას შემდეგ, რაც „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ მოხერხდა.