ამ ორი დღის წინ საფეხბურთო კარიერა ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, სერხიო (კუნი) აგუერომ დაასრულდა. თავდამსხმელი, რომელმაც არგენტინის ნაკრების მაისურით 41 გოლის გატანა შეძლო, მწვანე მინდვრიდან განსაკუთრებული ემოციებით სწორედ არგენტინელებმა გააცილეს, რომელთა შორის, სერხიოს ყოფილი ცოლიც იყო.
სერხიო აგუეროს ყოფილი მეუღლე, დიეგო მარადონას ქალიშვილი ჯიანინა მარადონა ნაქმარევის კარიერის დასრულებას “ფეისბუქის“ პოსტით გამოეხმაურა და დაწერა, რომ აგუერო ყოველთვის მაგარ ფეხბურთელად მიაჩნდა და მამამისსაც, ლეგენდარულ მარადონას ბევრჯერ უთქვამს, რომ “კუნის“ როგორც ფეხბურთელს განსაკუთრებულად აფასებდა.
სერხიო აგუეროს და ჯიანინა მარადონას ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ, რომელსაც სახელად დიეგო-ლეო აგუერო ჰქვია და სახელები მისი ნათლიის, ლეო მესის და ლეგენდარული ბაბუის, დიეგო მარადონას საპატივსაცემოდ დაარქვეს. ჯიანინასთან დაშორების შემდეგ, სერხიომ სხვა ცოლი შეირთო, თუმცა მარადონების ოჯახიდან ფეხი არ ამოუკვეთავს და მუდმად ცდილობდა ერთადერთი ვაჟიშვილისთვის ყურადღება არ მოეკლო.