„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის მომდევნო ტურში „ბრენტფორდთან“ მატჩის გადადების თხოვნით ლიგას ოფიციალურად მიმართა.
ინგლისურ კლუბში კორონავირუსი ინფექცია გავრცელდა, რის გამოც გუნდი იზოლირებულია და ჯერჯერობით, უცნობია, გაიმართება თუ არა, 14 დეკემბერს დაგეგმილი მატჩი.
არ არის ცნობილი კონკრეტულად რამდენი ადამიანია კლუბში ინფიცირებული და არც მათი ვინაობა გაჟრერებულა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში კორონავირუსის გამო გასულ უიქ-ენდზე „ტოტენჰემისა“ და „ბრაიტონის“ მატჩი გადაიდო.