თამაშგარე

14:20 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ტერი 41 წლის მოიყარა

ლეგენდარული ინგლისელი მცველი ჯონ ტერი (რომელმაც საფეხბურთო კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა) 41 წლის გახდა და მიუხედავად კორონა-პანდემიისა, დაბადების დღეც მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში გადაიხადა და როგორც ბრიტანული ბულვარული მედია წერს, გვარიანად მოულხენია.

ტერის და მის ცოლს სტუმრები ჯერ იარაღის სასროლ პოლიგონზე წაუყვანიათ, შემდეგ ლონდონში გაისეირნეს და ბოლოს ლონდონის “ჩელსის“ ყოფილი კაპიტნის კუთვნილ ვილაში შეიკრიბნენ და ისეთი მაგარი “პური ჭამეს“, აზარფეშებს-აზარფეშებზე ცლიდნენ, ღვინოს და ვისკის ერთმანეთში ურევდნენ და ყარაჩოღელებივით ქუდებს მაღლა ისროდნენ.

ჯონ ტერი თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის ოჯახი მუდამ პირველ ადგილზე იდგა და ახლა, როდესაც მეტი თავისუფალი დრო აქვს, საერთოდ ოჯახზე გადაგებულ კაცად ჩამოყალიბდა და მისი ცოლიც ამბობს, რომ ჯონ ტერისთანა ქმარზე ბევრი ქალი ოცნებობს, მაგრამ სადაა? ჰოდა, სადაა?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.20175