შვიდგზის მსოფლიოს საუკეთესოდ დასახელებული არგენტინელი ლეო მესის ცოლი ანტონელა რეკუზო ბოლო დროს თავიდან-ფეხებამდე სპორტულ ცხოვრებაში გადაეშვა და ამას სოციალურ ქსელებშიც საჯაროდ ნათელყოოფს, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდაცაა.
ახლახანს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ლეო მესის მეუღლე იოგაში ვარჯიშობს და როგორც ჩანს ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდის. ახალ გატაცებაზე რეკუზოს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ბულვარული მედია უკვე რუზრუზებს მესების სახლის წინ და ერთი სული აქვთ კარს იქიდან რაიმე სიახლე გამოიტანონ.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე ყველამ შეიტყო, რომ ანტონელა კრივით იყო გატაცებული და ყოველდღიურად დიდ დროს პერსონალური მწვრთნელის მეთვალყურებით კრივში ვარჯიშს ახმარდა. მაშინ იმასაც კი იძახდნენ, ლეოს მოკრივე ცოლის პერსპექტივა არ ხიბლავს და ამის გამო ცოლთან კამათი მოუვიდაო.