კალათბურთი

19:50 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილმა "მილუოკის" პატარა გულშემატკივარს დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა (VIDEO)

"მილუოკისა" და "მაიამის" მატჩის შემდეგ "ბაქსის" პატარა გულშემატკივარი კალათბურთელებს ავტოგრაფებისთვის ელოდებოდა და მისი გახარება სანდრო მამუკელაშვილმა მოახერხა. ქართველი კალათბურთელი ბავშვთან მივიდა, მას მაისურზე ხელი მოუწერა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის: სანდრომ მაისური ავტობუსში წაიღო, თანაგუნდელებს ავტოგრაფები გამოართვა და პატარა ქომაგი კიდევ უფრო გაახარა, რომლის სიხარულსაც საზღვარი არ ჰქონდა. ვიდეო ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124358