კალათბურთი

19:30 | 4.12.2021 | ნანახია 3583 - ჯერ

ფიბა-ს დირექტორი: "თბილისში მშენებარე დარბაზის მდგომარეობით შეშფოთებული ვართ"

საქართველოში FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრები იმყოფებიან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ამ რანგის ვიზიტს პირველად მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია FIBA ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის წევრები.

ფიბას წარმომადგენლები საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ, გარდა ამისა, თბილისში მშენებარე დარბაზიც მოინახულეს. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა ადგილზე იხილეს სამუშაო პროცესი და გაეცვნენ დარბაზის მშენებლობის დასრულების დეტალურ გეგმას.

აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი დარბაზის მშენებლობის მიმდინარეობით უკმაყოფილოა და მან ეს არც დამალა. როგორც ნოვაკმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზის გახსნა საჭირო ვადებში მოესწროს.

„ახლახანს დავბრუნდით პრემიერმინისტრთან შეხვედრიდან. დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროგრესი ვნახეთ. აქ ბოლოს აპრილში ვიყავით, მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ დღეის მდგომარეობით მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროულად დამთავრდეს. ამ დროისთვის გადახურვა უკვე დასრულებული უნდა იყოს. დრო გადის და ძალიან სწრაფად უნდა გაგრძელდეს სამუშაოები.

როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალისტურია. ამიტომ, ახლა მიზანი უნდა იყოს, რომ ივნის-ივლისის ფანჯრისთვის მაინც ყველაფერი მზად იყოს და აქ თამაში შევძლოთ, ის მატჩები სატესტოდ გამოვიყენოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რაც ახლა ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“, - თქვა კამილ ნოვაკმა.

შეგახსენებთ, ევრობასკეტ 2022 1-18 სექტემბერს გაიმართება. ზოგადად, ის 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიწია. თბილისი ერთ-ერთ ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს, ხოლო დარბაზი 10 000 მაყურებელს დაიტევს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:57 | 05.12.2021
jikha (947)

"სრული სამთავრობო მხარდაჭერა" რაში ჩანს? რატომღაც მგონია რომ ის ხუთი ერთეული ტექნიკა და 20 მუშაც ამათ დასანახად შეყარეს ობიექტზე

10:57 | 05.12.2021
Barca74 (26)

Tqveni qocboz monashnirebis uniato dsh,tqven marto erti ojaxis wevrebis ert adgilis micema da lokva shegedzliat,tqve nab@@@bo

12:24 | 05.12.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

დავი !!!

23:57 | 04.12.2021
დათო გურგენიძე (1264)

ფიბაევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ჩვენი ფედერაცია, დროში ვერ ეტევითო. ეს ის საქართველოს კალათბურთის ფედერაციაა სულ ცოტა ხნის წინ გაუმჭვირვალეობის კუთხით საუკეთესო ფედერაციად რომ დაასახელეს.

ფიბაევროპამ მხოლოდ იმ პირობით მოგვცა მასპინძლობის უფლება, რომ აშენდებოდა ახალი მინიმუმ 10 000-იანი ტევადობის არენა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მთავრობასთან ერთად ჩაიდინა საერთაშორიშო მასშტაბის აფიორა, წარადგინეს ვიდეო თითქოს დიღომში აშენდებოდა ახალი არენა. დაბრუნდნენ თბილისში და თქვეს არ ავაშენებთო. მერე დრო დაიკარგა იმაში სად აშენდებოდა ახალი არენა. დაგვიანებით დაიწყეს მშენებლობა და პაატა გურასპაულმა დაიწყო მორიგი ტყუილი დაპირებები, რომ პანდემიის მიუხედავად 2021 წლის სექტემბრამდე მოესწრებოდა აშენება, ახლა გაირკვა 2022 წლის თებერვალშიც ვერ ესწრება, ბოლო ვადა 2022 წლის ივნისია, თუ არა და ჩამოგვართმევენ ევრობასკეტს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა უბედურებამ კორონა ვირუსმა გადაგვარჩინა ქართული სპორტის ქომაგებიც და საერთაშორისო მასშტაბის აფერისტი ჩვენი კალათბურთის ფედერაცია და მთავრობა ევროპული მაშტაბით უდიდეს სირცხვილს. ქართველი კალათბურთელები სადაც თამაშობენ სულ შერცხვენილები იქნებოდნენ.

ამ ყველაფრის მერე თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ვიქტორ სანიკიძეს ქართულ ყლისცნებაში არ იქნებოდა და მიხედავდა ქართულ კალათბურთს, მაგრამ ახლა ქართული ყლისცნებიდან კალათბურთის ფედერაცის პრეზიდენტობა არის უფრო დიდი უთავმოყვარეობა, სკამის ხეხვა და უსაქმურობაში ბიუჯეტის ვირთხობა.

23:21 | 04.12.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

გააკეთებს, გააკეთებს - პლატონი (ანტუნი) ისეთი ბიჭია რომ ყველაფერს გააკეთებს...
/კ.ფ. მზე შემოდგომისა/

21:33 | 04.12.2021
dubligi (1489)

და კორონა რომ არ ყოფილიყო ??? რას იზავდნენ?
ეეე ვისი ბრალია? ჩვენი ყველასი

21:20 | 04.12.2021
london (1032)

ესენი მართლა უვარგისები არიან რა.

12:23 | 05.12.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

შენ რა ყველაფერს გვიან ხვდები ცუნცულ? )))

19:47 | 04.12.2021
baxt (1835)

ამ ხალხს, ევროპის ჩემპიონატისთვის დარბაზის აშენება მგონი ავტობანის მშენებლობის მსგავსი ჰგონიათ, როცა რამდენჯერაც უნდათ, იმდენჯერ გადაწევენ დასრულების ვადებს. იმედია, ამჟამად მაინც ყველაფერი კარგად იქნება.

0.068267