თამაშგარე

12:53 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანმა თავისი პირველი სექსი გაიხსენა

წლებთან ბრძოლაში უშიშარი შვედი შემტევის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის პოპულარობა დღეს შეიძლება ითქვას რომ ზენიტშია. იტალიურ “მილანში“ და შვედეთის საფეხბურთო ნაკრებში ღირსსახსოვრად მობურთალი ზლატანი ცხადია ბულვარული პრესის დიდი ინტერესის საგანიცაა და მას ჟურნალისტები ხშირად სალაღობო კითხვებსაც უსვამენ ხოლმე.

ამასწინათ, იტალიურმა გამოცემა “კორიერე დე ლა სერამ“ ჰკითხა, თუ როდის ჰქონდა პირველად სექსი, რაზეც ზლატანმა თავპატიჟდაუდებლად უპასუხა, რომ მართალია სექსის სურვილი ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა, თუმცა საკუთრივ სექსუალური აქტის განხორციელება მხოლოდ 17 წლის ასაკში შეძლო, როდესაც ქალაქ მალმოს გეტო დატოვა და შვედ ასულებში გაინავარდა.

როგორც იცით, იბრაჰიმოვიჩისის მშობლები შვედეთში ემიგრანტები იყვნენ და პატარა ზლატანი მალმოს გეტოში იზრდებოდა. იქ კი ძირითადად წარმოშობით აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენელი გოგონები იყვნენ და ისინი თავისუფალ სექსს არ აღიარებდნენ. ამის გამო, ზლატანის სექსით სიამემ რამდენიმე წლით გადაიწია.

0.128807