„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-800 და 801-ე გოლი გაიტანა.
აღნიშნულ შედეგს 36 წლის ფეხბურთელმა ლონდონის „არსენალთან“ შეხვედრაში მიაღწია, რომლის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. საინტერესოა, რომ 750-ე გოლი ზუსტად ერთი წლის წინ გაიტანა და შესაბამისად, 12 თვე მოანდომა მეტოქეთა კარში 51 გოლის გატანა.
კრიშტიანუს გოლები შემდეგნაირად ნაწილდება:
„სპორტინგი“ – 5
„მანჩესტერი“ – 130
„რეალი“ – 450
„იუვენტუსი“ – 101
პორტუგალიის ნაკრები - 115