ფეხბურთი

19:49 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კავანი "ბარსელონაში" გადასვლაზე თანახმაა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი არ აპირებს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის განახლებას, რომელიც მომავალ ზაფხულს ეწურება. ურუგვაელი ფეხბურთელი ესპანურ „ბარსელონაში“ გადასვლას გეგმავს, რადგან "ბლაუგრანაში" მოხვედრა ბავშვობიდან მისი ოცნებაა.

ესპანური გრანდიც ასევე დაინტერესებულია თავდამსხმელის შეძენით, რომელიც ამ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. კატალონურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ურუგვაელის დამატებას ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ეცდება.

კავანი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2020 წლის ოქტომბერში შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ურუგვაელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 5 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. მანამდე კავანი პსჟ-ში, „ნაპოლიში“, „პალერმოსა“ და „დანუბიოში“ თამაშობდა. Transfermarkt ურუგვაელ ფეხბურთელს 6 მილიონ ევროდ აფასებს.

0.127439