ფეხბურთი

18:33 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი "ოქროს ბურთის" შედეგზე: "ბარსელონასთან" მატჩით დავიწყებთ იმის დამტკიცებას, რას წარმოვადგენთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ტომას მიულერმა „ოქროს ბურთზე“ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს შედეგი მათთვის დამატებითი მოტივაციაა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.

მიულერის განცხადებით, „ბაიერნის“ ფეხბურთელებს მათი ძალის დემონსტრირებისთვის პირველი შანსი „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ექნებათ და ამ თამაშს ძალიან მოტივირებული ხვდებიან.

„ბავარიელებისთვის, პოლონელებისა და გერმანელებისთვის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება ნამდვილი იმედგაცრუება იყო. დიდი ხანია ფეხბურთში ვარ და შედეგები არ მაკვირვებს, ასე იყო 2013 წელსაც (ფრანკ რიბერის შემთხვევაში). ზოგადად, ამ ყველაფერმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგაში შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, მსოფლიო აღიარებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე ახალი წარმატებებია საჭირო.

ეს არის დიდი მოტივაცია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის თასის დასაბრუნებლად. უპირველეს ყოვლია იმის საჩვენებლად, თუ რა შეუძლია გერმანულ ფეხბურთს. ამის დასამტკიცებლად პირველი შანსი მომავალ ოთხშაბათს „ბარსელონასთან“ გვექნება.

აქვე ვიტყვი, რომ ჯილდო ფეხბურთის ისტორიაში სავარაუდოდ, საუკეთესო ინდივიდუალისტს, ლიონელ მესის გადაეცა. ვულოცავ მას, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამჯერად, რობერტ ლევანდოვსკი უფრო იმსახურებდა“, - თქვა მიულერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125415