კალათბურთი

1:30 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან 28 ქულით წააგო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრა ჩაატარა და უკრაინასთან გამარჯვების შემდეგ ესპანეთს ესტუმრა.

ილიას ზუროსის გუნდს ტრავმის გამო თორნიკე შენგელია გამოაკლდა და ლიდერის გარეშე დარჩენილმა გუნდმა პირინელებს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა მხოლოდ საწყის 5 წუთში იყო, შემდეგ კი ესპანელთა უპირატესობა თანდათან იზრდებოდა.

ესპანეთის ნაკრებმა ოთხივე პერიოდი მოიგო და სხვაობამ 28 ქულა შეადგინა - 89:61. ზუროსის გუნდმა ნამდვილად ვერ აჩვენა კარგი კალათბურთი და მტკივნეული მარცხი განიცადა, მაგრამ ცხადია, ამით არაფერი სრულდება. ჯგუფიდან, რომელშიც უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია არიან, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 გუნდი გავა, საქართველოს კი ორი ტურის თავზე თითო მოგება წაგება აქვს.

საქართველოს ნაკრებში 21 ქულით და 9 მოხსნით გიორგი შერმადინი გამოირჩა, თად მაკფადენმა 14 ქულა, 5 პასი და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბექა ბურჯანაძემ 14 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

ილიას ზუროსის გუნდი შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს 24 თებერვალს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს, ხოლო 27 თებერვალს, იმავე მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება.

ესპანეთი - საქართველო 89:61 (23:15, 24:16, 17:10, 25:20)

მოთამაშეთა სტატისტიკა ვრცლად...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111281