ბელგიური „გენტის“ განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა. როგორც ჩანს, ქართველ ნახევარმცველს ტრავმა აღარ აწუხებს და კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში სათამაშოდ მზადაა.
ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად კვიპროსშია, სადაც „გენტი“ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ ესტუმრება. ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა გიორგი, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ის ბოლოს მოედანზე 7 ნოემბერს იყო და მას შემდეგ არ უთამაშია.
„გენტს“ ოთხი ტურის შემდეგ ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია, პლეი-ოფის საგზურიც მოპოვებული აქვს, მაგრამ პირველი ადგილის დასაკავებლად ქულები ჯერ კიდევ სჭირდება.
რაც შეეხება „ანორთოსისს“, 2 ქულით „ფლორასთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს და ჯგუფის აუტსაიდერია.