მადლენ რაიტი ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ქალთა კლუბ “ჩარლტონიდან“ გასულ გაზაფხულზე იმიტომ გააგდეს, რომ ვარჯიშებზე არ დადიოდა და მწვანე მოედანზე ოფლის ღვრის ნაცვლად, თამამი ფოტოების გადაღებით და საკუთარი ავტომობილით ქუჩებში სეირნობით იყო დაკავებული.
გუნდიდან გაგდებამ ქალბატონი მადლენი სულიერად ვერ გატეხა და მალევე იპოვა ის საქმე, რაც როგორც ჩანს ფეხბურთზე არანაკლებად გამოსდის. საუბარია პორნო-ინდუსტრიაზე, სადაც ეს გავაგანიერი ასული უკვე ოთხი თვეა თავდაუზოგავად იღწვის და როგორც ბრიტნული მედია იუწყება, ისეთი პერსპექტივები აქვს, - მეტი რომ არ იქნება.
მიუხედავად წარმატებული პორნო-კარიერისა, მადლენ რაიტი მაინც არ დრკება და იქადნება, ფეხბურთსაც დავუბრუნდები და ყველას დავუმტკიცებ, რომ იმ საქმეშიც მაგარი ვარო. ეს ისეთი ვინმე ჩანს, ბატუტის გარეშე ბატუტზე მხტომელიც კი გახდება და რა გასაკვირია, გული ისევ ფეხბურისკენ რომ მიუწევდეს.