ფეხბურთი

0:52 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის ეფექტური გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ შინ „დებრეცენი“ 3:1 დაამარცხა და ქართველმა შემტევმა გოლი გაიტანა.

ბერიძემ ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მან შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-10 მატჩში მე-6 გოლი მიითვალა (3 ჩემპიონატში, 3 - თასზე).

„უიპეშტი“ ამ გამარჯვების მიუხედავად 11 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 27 ნოემბერს, „ჰონვედს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063348