ფეხბურთი

21:09 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "საკლუბო შესვენება ძალიან დაგვეხმარა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ულე გუნარ სულშერი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მომავალ მატჩებში კრიზის გადალახავს და შედეგს აჩვენებს. ნორვეგიელმა აღნიშნა, რომ საკლუბო შესვენებამ გუნდზე კარგად იმოქმედა, პრობლემები გამოსწორდა და განსხვავებული გუნდი გავა მოედანზე.

"როდესაც მატჩს აგებს, ყოველთვის წნეხის ქვეშ და იმედგაცრუებული ხარ. გულახდილი საუბრები გვქონდა გუნდში და პრობლემები გამოვასწორეთ. კარგი შესვენება გამოგვივიდა. დარწმუნებული ვარ, რომ შაბათს მოედანზე რადიკალურად განსხვავებული გუნდი გავა." - ციტირებს კლუბის პრესსამსახური ნორვეგიელის სიტყვებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 11 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 17 ქულით მეექვე ადგილზეა და ლიდერ "ჩელსის" ცხრა ქულით ჩამორჩება. 20 ნოემბერს სულშერის გუნდი "უოტფორდთან" გამართავს შეხვედრას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064961