მარტივი სტატისტიკაც კი მეტყველებს იმაზე, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს კოვიდ-რეგულაციების დაცვა მაინცდამაინც არ უყვართ და ამის გამო, კორონა-ვირუსი და მისი თანმდევი გლობალური პანდემია ოკენის გაღმა კონტინენტზე განსაკუთრებით ცუდ შედეგებს ტოვებს.
ჩილელი მოდელი და ყოფილი ხელბურთელი ვალერია ტაპია ერთ-ერთია მათ შორის, რომლებიც ვირუსის საშინელ შედეგებს არად აგდებს და კორონა-რეგულაციების დაუცველობის გამო სანტიაგოს პოლიციამ იგი უკვე იმდენჯერ დააჯარიმა, რომ ერთი რიგითი მოდელის კი არა, სუპერმოდელის ხელფასიც კი რომ ვერ გასწვდება.
ვალერია ყველაფერთან ერთად ანტივაქსერიც ყოფილა და პირბადესაც პრინციპულად არ იკეთებს. ჩილეს ხელისუფლებას პანდემიის გამო მკაცრი ჯარიმები აქვს დაწესებული და საქმე იქითკენ მიდის, რომ ჯარიმების გადაუხდელობით, სენიორიტა ვალერია ბევრს გადააჭარბებს. არადა, ისეთი ლამაზი ვინმეა, ამის ცუდად გახდომა იქნება?...