დღეს ბათუმში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თეთრად გადაპენტილი შვედეთის ეროვნულ გუნდს ხვდება. ამ ღირსსახსოვარი ამბის აღსანიშნავად, გადავწყვიტეთ რუბრიკა “თამაშგარეში“ კიდევ ერთი შვედი ლამაზმანი გაგაცნოთ, რომელიც კოლეგებისგან განსხვავებით სოციალურ ქსელებს ცხვირს უბზუებს და ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიც Dolce & Gabbana, Givenchy, Yves Saint Laurent, Ralph Lauren, Alexander McQueen და Christian Dior გახლავთ.
ფრიდა გუსტავსონი 28 წლის გახლავთ და მოდელობის გარდა, სინქრონული ცურვა მისი ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა. 1993 წელს დაბადებული ფრიდა მოდელად სტოკჰოლმში მუშაობდა, მაგრამ 15 წლისამ ჩაალაგა ჩემოდანი და საცხოვრებლად აზიაში, კონკრეტულად კი იაპონიაში გადაბარგდა, სადაც მალევე მიაღწია წარმატებას.
შემდეგ იყო აშშ და საფრანგეთი. დღეს ფრიდა გუსტავსონი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შვედი მოდელია. 2011 წელს მოიგო Elle Sweden-ის წლის მოდელის ჯილდო და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ დაქორწინდა ფოტოგრაფ ჰჯალმარ რეჩლინზე, სამოდელო საქმეში ამ გოგოს წარმატებული კარიერა ახლაც გრძელდება.