ფეხბურთი

20:05 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა ვარჯიში დაიწყო

„პარი სენ ჟერმენის“ მცველი სერხიო რამოსი გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა. ამის შესახებ ინფორმაცია Le Parisien-მა გაავრცელა.

ესპანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის განმავლობაში ტრავმირებული იყო და ამის გამო ჭორებიც გავრცელდა, რომ კლუბი მასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობდა.

რამოსი პსჟ-ს გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ ჯერჯერობით ფრანგული გუნდის მაისურით სადებიუტო თამაში არ ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124338