ფეხბურთი

21:05 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლმა პირველი ვარჯიში ჩაატარა და მის განკარგულებაში ამ დროისთვის მხოლოდ 12 ფეხბურთელი იყო.

კიდევ 13 ფეხბურთელი კი ეროვნულ ნაკრებს 9 ნოემბერს შეუერთდებიან და გუნდთან ერთად ივარჯიშებენ. ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, დავით ვოლკოვი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია და ნიკა კაჭარავა საკლუბო მატჩების გამო გუნდს სამშაბათს შეერუთდებიან.

საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ვარჯიშს, ამჯერად სრული შემადგენლობით თბილისში გამართავს, ხოლო შემდეგ ბათუმში გაემგზავრება, სადაც 11 ნოემბერს (21:00 საათზე) შვედეთის ნაკრებს შეხვდება და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაასრულებს.

ვთქვათ ისიც, რომ ტრავმის გამო ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა და მის ნაცვლად ნაკრებში დავით ვოლკოვი გამოიძახეს. აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვიეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს. შვედეთთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123064