სპორტის ოლიმპიური სახეობების მოყვარულნი ამ ბოლო დროს სულ კი იძახიან, იტალიაში ოლიმპიური სპორტის კრიზისია და აპენინელებს ძველებურად დაშხოშიანი ათლეტები ვეღარ დაურბიანო, მაგრამ ამ შეხედულებას ძირშივე ამსხვრევს იტალიელი მძლეოსანი და სიგრძეზე მხტომელი ჯორჯინა კუინტი, რომელიც საერთო სპორტული და არამხოლოდ შეფასებით წარმატებების დიდ იმედებს იძლევა.
სპორტული პერსპექტივები გასაგებია და რაც შეეხება არასპორტულს, წარმოდგენილი ფოტოებიდანაც მიხვდებოდით, რომ ამ გოგონას თამამი ფოტოების გადაღება და ინტერნეტში, კონკრეტულად კი სოციალურ ქსელებში გამოდება უყვარს. ამან კი ბუნებრივია ქომაგები და მოტრფიალეები ერთიასად მოუმრავლა.
მთავარი მაინც ისაა, რომ ეს მშვენიერი ასული ძალიან კარგად ახერხებს ერთმანეთს შეუხამოს გამუდმებული ვარჯიშები და ფოტოგრაფების წინ კოტრიალი, რაც ბევრ მისებრ ლამაზმანს არ გამოსდის და უმეტესობას გული სპორტის ნაცვლად საბოლოდ მაინც მოდელის კარიერისკენ მიუწევთ.