თამაშგარე

13:00 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რძალ-დედამთილიანი ჯოკოვიჩების ოჯახში

როგორც ჩანს დედამთილების და რძლების ურთიერთობა ყველა ქვეყანაში ერთნაირად რთული და უცნაურია. ამის დასტურია ლეგენდარული სერბი მეჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის დედისა და ცოლის ურთიერთობა. ჯოკოვიჩის დედა, დიანა ჯოკოვიჩი თავის რძალს, ელენას როდესაც კი საამისო შანსი მიეცემა, მუდამ აკრიტიკებს და აბაიბურებს ხოლმე.

ქალბატონი დიანა ჟურნალისტებთან საუბარში იძახის, რომ ვერაფრით ეგუება შვილის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას ვეგეტარიანელობასთან დაკავშირებით და ამას პირველყოვლისა სწორედ ელენას აბრალებს. არადა, ნოვაკი ამბობს, რომ ვეგეტარიანელობა მისი პირადი არჩევანი იყო და ცოლს არაფერი დაუძალებია.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯოკოვიჩის დედა როგორც ჩანს ცოტა არ იყოს კაპასი ქალბატონი უნდა ბრძანდებოდეს, რადგან მას თურმე ნოვაკის ძველი სატრფოებიც არ მოსდიოდა თვალში და დაუფარავად იძახდა, რომ მისი შვილის ტოლ-სწორი არც ერთი იყო. მწარე დედამთილიც ასეთი უნდა!

0.115939