ჩოგბურთი

3:01 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი დაბრუნებას აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე გეგმავს

რაფაელ ნადალი ამბობს, რომ ტრავმა მოიშუშა და კორტზე მალე დაბრუნდება. ის დაბრუნებას დეკემბერში, აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე გეგმავს და თუ ტრავმა თავს არ შეახსენებს, ავსტრალიის ღია პირველობის წინ, რომელიმე ტურნირზე ითამაშებს.

ნადალი ამჟამად რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. ის ჯერ წელის ტკივილის გამო, უიმბლდნს გამოეთიშა და არც ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშა. ბოლოს აგვისტოში, ვაშინგტონის ტურნირზე იასპარეზა. აშშ-ის ღია პირველობის წინ კი გამოაცხადა, რომ მარცხენა ტერფის ტრავმა აქვს და ამის გამო, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

მაგრამ როგორც ჩანს, ტრავმა უკვე მოიშშა და აბუ დაბის მსოფლიო ჩოგბურთის ჩემპიონატზე (16-18 დეკემბერს გაიმართება), თამაშს გეგმავს.

„მე აბუ დაბიში თამაშს ვგეგმავ და მერე ავსტრალიის ღია პირველობის წინ, რომელიმე ტურნირზე გამოვალ. ეს ჩემი მიზანია და ბევრს ვვარჯიშობ იმისთვის, რომ ის შევასრულო. არ ვიცი, შევძლებ თუ ვერა დაბრუნებას, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ აბუ დაბიში თამაშს ვგეგმავს. და თუ ყველაფერი კარგად იქნება, იანვარში ახალ სეზონს დავიწყებ“, - ამბობს ნადალი.

ის დასძენს, რომ ტერფს მოშუშება კიდევ სჭირდება, თუმცა ამის მიუხედავად, დღეში საათნახევარს ვარჯიშობს და ეს უკვე კარგია.

მასთან ერთად, აბუ დაბიში დაბრუნებას გეგმავს ბელგიელი დომინიკ თიმი, ვინც ივნისში, მალიორკას ტურნირზე მაჯის ტრავმა მიიღო. მათ გარდა, საჩვენბელ ტურნზე ითამაშებენ კასპერ რუუდი, დენის შაპოვალოვი, ემა რადუკანუ და ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ბელინდა ბენჩიჩი.

0.120452