ფეხბურთი

19:14 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ შესაძლოა სერხიო რამოსს კონტრაქტი გაუწყვიტოს

„პარი სენ ჟერმენისა“ და სერხიო რამოსის ისტორია შესაძლოა დასრულდეს. Le Parisien-ის ინფორმაციით, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტას არ გამორიცხავენ.

ესპანელი მცველი პსჟ-მ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მაგრამ დღემდე სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია. რამოსს მუხლის ტრავმა აქვს და გუნდთან ერთად ვარჯიშსაც ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, შეიძლება ფრანგულმა კლუბმა მასთან თანამშრომლობა გაწყვიტოს.

აღსანიშნავია, რომ რამოსს პარიზულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და სეზონში მისი ანაზღაურება 15 მილიონი ევროა, რაც უთამაშებლობის პერიოდში პსჟ-სთვის მისაღები არაა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსმა 2005-2021 წლებში მადრიდის „რეალში“ ითამაშა, კარიერა კი „სევილიაში“ დაიწყო. პსჟ-ს მაისურით მოედანზე ესპანელი მცველი ჯერჯერობით არ გასულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116171