ჩოგბურთი

1:17 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის წყვილებშიც ითამაშებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის სერიის ტურნირზე, რომელიც ორშაბათს იწყება, ერთეულების გარდა, წყვილების ბადეშიც ითამაშებს. აშშ-ის ღია პირველობის ფინლში წაგების შემდგ, ეს სერბი ჩოგბურთელის პირველი ტურნირი იქნება.

ჯოკოვიჩს, როჯერ ფედერერის და რაფაელ ნადალის მსგავსად, დიდი სლემის 20 ტურნირი აქვს მოგებული. აშშ-ის ღიაზე მას 21-ე ტიტულის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ ერთი ნაბიჯი დააკლდა.

პარიზის მასტერს 1000-ზე, რომელსაც ბერსის სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს, 34 წლის ჯოკოვიჩი პირველ ნომრად არის განთესილი. მას ეს ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული. წყვილებში მისი პარტნიორი იქნება თანამემამულე ფილიპ კრაინოვიჩი. ორივეს მალე დევისის თასზეც მოუწევს თამაში და პარიზში წყვილებში გამოსვლა, მათთვის ვარჯიშის ტოლფასი იქნება.

„ის კრაინოვიჩთან ერთად ითამაშებს, ვინც მისი მეწყვილეა დევისის თასზე. მან თქვა, რომ დევისის თასისთვის მზადებას სერიოზულად მიუდგება და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ აქ წყვილებშიც გამოვა. ის წყვილები იშვიათად თამაშობს. ამიტომ, ამ ამბავმა გაგვახარა. ძალიან იშვიათად ხდება, რომ პირველი ჩოგანი მასტერს 1000-ის წყვილებში თამაშობს“, - ამბობს პარიზის მასტერსის დირექტორი, წარსულში სახელოვანი ფრანგი ჩოგბურთელი გი ფორჟე.

ჯოკივიჩს პირველ წრეში თამაში არ აქვს. მეორე წრეში კი იტალიელ ფაბიო ფონინისა და უნგრელ მარტონ ფუკოვიჩს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

0.113128