„ლამიას“ ქართველმა ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა. მერვე ტურში მისმა გუნდმა „ათრომიტოსს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა (2:2), რაც არაბულის დამსახურებაა.
79-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა (1:2), ახალო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ბაჩანამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში მას ხუთ შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.
„ლამიას“ 8 თამაშში 6 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა.