ფეხბურთი

11:32 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "18 წელია ფეხბურთს ვთამაშობ და კრიტიკა არ მაწუხებს"

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ლონდონის „ტოტენჰემს“ იოლად 3:0 მოუგო. კრიშტიანუ რონალდუმ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა - გოლით და საგოლე პასით.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფეხბურთში კრიტიკა ყოველთვის მისაღებია.

„რთული კვირა გამოვიარეთ, გუნდი ზეწოლის ქვეშ იყო, ოდნავ დათრგუნული, მაგრამ ვიცოდით, რომ პასუხის გაცემა კარგად შეგვეძლო. რა თქმა უნდა, ჩემი საქმეა გუნდს გამოცდილებით, გოლებით, პასებით დავეხმარო და დღეს ეს გავაკეთე. ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდური თვალსაზრისით ჩემი აზრით, წარმოუდგენლად ვითამაშეთ.

კრიტიკა ყოველთვის არსებობს, ეს არ მაწუხებს. 18 წელია ფეხბურთს ვთამაშობ, ასე რომ ვიცი, ერთ დღეს ხალხი იტყვის, რომ იდეალურები ვართ და მეორე დღეს იტყვიან, რომ სამარცხვინოები ვართ. ვიცი, რომ ამ საკითხს უნდა გავუმკლავდეთ, მაგრამ ნამდვილად უმჯობესია, როცა გაქებენ და ბედნიერი ხარ. თუმცა, ხანდახან ცხოვრება ასეთია, ცუდი მომენტებიც უნდა გადაიტანო“, - თქვა რონალდუმ.

0.111868