ფეხბურთი

17:35 | 30.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ სტამბოლის "ბეშიქთაშთან" გოლი გაიტანა (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორმა“ სტამბოლის „ბეშიქთაში“ 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

მეექვსე წუთზე საბამ აიუბ ელ-კააბის დარტყმის მერე ცარიელ კარში, ზედ კარის ხაზიდან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გოლი ისედაც გადიოდა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენებურს ჩაეწერა. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში „ბეშიქთაშისთვის“ ეს იყო ყველაზე სწრაფად გაშვებული გოლი. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და ანტაკიელებმა უშუალო კონკურენტს მოუგეს.

ლობჟანიძე 71-ე წუთზე შეცვალეს და მას დიდებული სეზონი აქვს. საბას აქტივში სუპერლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე პასია, რაც ცხადია, ფანტასტიკური შედეგია.

„ჰატაისპორი“ 23 ქულით მეორე ადგილზეა, იმავე „ბეშიქთაშს“ 3 ქულით უსწრებს, ხოლო ლიდერ „ტრაბზონსპორს“ 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ლობჟანიძის გუნდი 7 ნოემბერს, სტუმრად „ადანას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127139