„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი სამსახურის დაკარგვაზე არ ფიქრობს და როგორც თავად აღნიშნა, სიტუაციის გამოსასწორებლად ბოლომდე იბრძოლებს.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ რთული მომენტები გამოვიარე, როგორც ფეხბურთელმა, მენეჯერმა და ახლა მწვრთნელმა. მწვრთნელი რომ გავხდი, როი-სამი კრიზისი გამოავიარეთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბოლო ძალებით ვიბრძოლებ.
რა თქმა უნდა, ეს კვირა რთული იყო. ფეხბურთელები ამას უნდა გაუმკლავდნენ. მომავალ მატჩს მოუთმენად ველოდებით და კარგად ვემზადებით“, - თქვა სულშერმა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერში“ ინგლისის პრემიერლიგაში 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ბოლო ოთხ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა.