ფეხბურთი

15:18 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები და ფინალის მასპინძელი ქალაქი ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. ფეხბურთის ფედერაციაში წილისყრა დღეს გაიმართა.

შედეგად, ნახევარფინალში ქობულეთის „შუქურა“ წყალტუბოს „სამგურალს“ და თბილისის „საბურთალო“ „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თასის 2021 წლის ფინალური მატჩი ქუთაისში, „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ნახევარფინალური მატჩები 24 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ფინალისტთა ვინაობა ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111509