„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, ჟურნალისტებს გერმანიის თასზე „ბაიერნის“ „გლადბახთან“ 0:5 წაგების შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.
„ბაიერნის“ ფეხბურთელები ასე არ უნდა თამაშობდნენ. ეს წარმოუდგენელია. ძალიან ცუდი დღე იყო ჩვენთვის. მათ პირველივე წამებიდან წააგეს მატჩი. თასიდან ასეთ ადრეულ ეტაპზე გავარდნა სირცხვილია.“ - ციტირებს შვაინშტაიგერის სიტყვებს Bayern & Germany-ს ტვიტერი.
ცნობისათვის, ეს „ბაიერნის“ ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია 1978 წლის შემდეგ, როცა „ფორტუნასთან“ 1:7 წააგეს.
გერმანიის თასზე კი ბავარიელები ხუთი ბურთის სხვაობით ისტორიაში პირველად დამარცხდნენ.