73 წლისა „გლაზგო რეინჯერსისა“ და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, უოლტერ სმიტი გარდაიცავლა.
სმიტი „რეინჯერსს“ 1991-98 და 2007-11 წლებში წვრთნიდა. „ჩაფრებთან“ ერთად ის 10-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ჯამში კი გუნდთან ერთად 21 ტიტული მოიგო.
1998-2002 წლებში სმიტი „ევერტონს“ უძღვებოდა. შოტლანდიის ნაკრებს კი 2004-07 წლებში თავკაცობდა.