ფეხბურთი

1:21 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო წუთებზე გადარჩენილი „ვალენსია“

„ვალენსია“ 92-ე წუთამდე 0:2 აგებდა შინ „მალიორკასთან,“ მაგრამ გედეშისა და გაიას გოლებით მაინც მოახერხა გათანაბრება - 2:2.

პირველ ტაიმში ხოსე ბორდლასის შეგირდები ძალიან უსახურად გამოიყურებდოდნენ. ორი გოლი გაუშვეს და საპასუხოდ ვერაფერს სთავაზობდნენ მეტოქეს. განსაკუთრებით უნიათოდ თავდასხმაში გამოიყურებოდნენ.

საქმეს ვერც მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმარი სამხრეთკორეელი ინის გაძევებამ უშველა.

მაგრამ დაიწყო მსაჯის მიერ წამატებული დრო და მოულოდნელად მასპინძლებმა გაილაღეს, ჯერ გედეშმა გაიტანა, ბოლო შეტევაში კი გაიამ გაათანაბრა...

ჩვენი გიორგი მამარდაშვილი ისევ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ახლა „ვალენსია“ 13 ქულით ცხრილში მე-10 ადგილზეა. ლიდერი კი 20-ქულიანი „სოსიედადია.“

კვირას კი ესპანური ფეხბურთის „კლასიკოა.“ „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

ესპანეთი

პრიმერა

მე-10 ტური. 23 ოქტომბერი

ვალენსია - მალიორკა 2:2

ვალენსია. „მესტალია“

0:1 ანხელი (32), 0:2 დიაკაბი (38 საკ. კარში), 1:2 გედეში (93), 2:2 გაია (98)

ვალენსია: სილესენი, ფულკიე (ხასონი 75), პაულისტა, დიაკაბი (ალდერეტე 46), გაია, ვასი, რაჩიჩი (სოლერი 46), კოშტა, დურო (ვალიეხო 64), გედეში, გომესი (ანდრე 46)

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

მალიორკა: რეინა, მაფეო, ვალენტი, რუსო, ოლივანი, ბაბა, გალარეტა (ბატალია 75), ინი, როდრიგესი (ჟუნიორი 75), სანჩესი (კოსტა 85), ანხელი (ნინიო 63)

მწვრთნელი: ლუის გარსია

მსაჯი: კარლოს დელ სერო

გაფრთხილება: დიაკაბი (14), გომესი (34), ვასი (52), ვალიეხო (90+4); ინი (31), პრატსი (მინდორს გარეთ 55), ოლივანი (77), ბატალია (90)

კადისი - ალავესი 0:2

0:1, 0:2 ხოსელუ (6 პენ, 90+1)

ელჩე - ესპანიოლი 2:2

1:0 ბოიე (23), 1:1 მორლანესი (51), 1:2 დე ტომასი (52), 2:2 ბენედეტო (84)

ბილბაო - ვილიარეალი 2:1

1:0 გარსია (14), 1:1 კოკლენი (32), 2:1 მუნიაინი (77 პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112512