ფეხბურთი

23:10 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" შეუჩერებელია, "ფრაიბურგი" - დაუმარცხებელი

გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგი საფეხბურთი სპექტაკლი დადგა.

იულიან ნაგელსმანის გუნდი უბრალოდ საოცარ სეზონს ატარებს და ალბათ, ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტია, რომელშიც მონაწილეობს. ცხადია, ბუნდესლიგაში განსაკუთრებულად. „რეკორდმაისტერმა“ „სოფლელებს“ თითო ტაიმში 2 გოლი აკმარა და 4:0 დაამარცხა. ცხადია, მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია რობერტ ლევანდოვსკის, რომელიც მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა. „ბაიერნს“ 9 ტურში 22 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ ჯერ ისეც არ არის საქმე, რომ უკონკურენტოდ იყოს.

მაგალითად, „დორტმუნდი“ მიუნხენურ გიგანტს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. ერლინგ ჰოლანდის გარეშე დარჩენილმა „ყვითლებმა“ სტუმრად ბულეფელდის „არმინიას“ ძალიან იოლად 3:1 მოუგეს და მეორე ადგილზე აინაცვლეს. „დორტმუნდს“ კარგი სტარტი აქვს, 9 ტურში 7-ჯერ იმარჯვა და 21 ქულას მოუყარა თავი.

ბუნდესლიგაში 9 ტური მიილია და ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯერ დამარცხებულა. ეს „ფრაიბურგია“, რომელმაც სტუმრად „ვოლფსბურგი“ 2:0 დაამარცხა და თავს 5 მოგებით, 4 ფრით, 19 ქულით და მესამე ადგილით იწონებს. „ვოლფსბურგი“ კი კატასტროფულ ფორმაშია. მარკო ვან ბომელის გუნდს საწყის ხუთ ტურში 4 მოგება და 1 ფრე ჰქონდა, მაგრამ მას მერე უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში უკუსვლა აქვს. ამას თუ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელ გამოსვლასაც დავუმატებთ, შეიძლება ითქვას, ვან ბომელის სკამი უკვე საკმარისად შეირყა.

„არმინია“ – „დორტმუნდი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ემრე ჯანი (31), 0:2 ჰუმელსი (45), 0:3 ბელინგემი (72), 1:3 კლოსი (87, პენ)

„ბაიერნი“ – „ჰოფენჰაიმი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 გნაბრი (16), 2:0 ლევანდოვსკი (30), 3:0 ჩუპო-მოტინგი (82), 4:0 კომანი (87)

„ლაიფციგი“ – „ფიურტი“ 4:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჰრგოტა (45), 1:1 პოულსენი (46), 2:1 ფორსბერგი (53), 3:1 შობოშლაი (65), 4:1 რამოსი (88)

„ვოლფსბურგი“ – „ფრაიბურგი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლეინარტი (27), 0:2 ჰოლერი (68)

„ჰერტა“ – „გლადბახი“ 1:0 (1:0)

გოლები: 1:0 რიხტერი (40)

0.116454