ფეხბურთი

20:19 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბლინდი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი დელეი ბლინდი დასახელდა.

ნიდერლანდელმა „დორტმუნდის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის კარში გოლის გატანაც მოახერხა, უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში კი ყველას აჯობა.

მეორე ადგილი ერგო „სპორტინგის“ მცველ სებასტიან კოატესს, რომელმაც „ბეშიქთაშთან“ დუბლი შეასრულა, მესამეზე „ზალცბურგის“ შვეიცარიელი ფორვარდი ნოა ოკაფორი გავიდა, ვინც ასევე ორი გოლი გაიტანა „ვოლფსბურგთან“, ხოლო „ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი მეოთხე ადგილს დასჯერდა.

0.105315