ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მეისონ მაუნთმა შესაძლოა უახლოეს მომავალში ლონდონის "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს. როგორც Goal-ი იუწყება, "არისტოკრატები" მზად არიან მეისონს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და ხელფასი გაუორმაგოს.
ინგლისელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და კვირაში 75 ათასს გირვანქა სტერლინგს იღებს. მეისონი "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მაუნთმა ცხრა მატჩი ჩაატარა. ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროა.