ფეხბურთი

23:33 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "იკარდის პირადი პრობლემები აქვს და ამიტომ არ ვარჯიშობს"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, რისი მიზეზიც მისი მილანში ყოფნაა. არგენტინელ ფორვარდს ცოლთან, ვანდა ნარასთან აქვს პრობლემები და მილანში გაემგზავრა, სადაც ჩხუბის შემდეგ ნარა წავიდა შვილებთან ერთად.

პსჟ-ს თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ დაადასტურა, რომ იკარდის პირადი პრობლემები აქვს, მაგრამ სამშაბათიდან ის გუნდს დაუბრუნდება.

„ნეიმარმა ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ ტკივილი ბარძაყის კუნთზე იგრძნო და მოუწევს მკურნალობა რამდენიმე დღის განმავლობაში. რაც შეეხება მაურო იკარდის და მის პირად პრობლემებს, არ შეეძლო დღეს ვარჯიში, მაგრამ ხვალ გუნდთან ერთად იქნება. პირადი პრობლემები აქვს და არ ვიცი ითამაშებს თუ არა, ხვალ“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ლაიფციგს“ დაუპირისპირდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაურო იკარდი და ვანდა ნარა დაშორდნენ, მიზეზი კი ფეხბურთელის მხრიდან ღალატია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108849