თამაშგარე

13:13 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

აგუსტინა ლაუტაროს აკონტროლებს

არგენტინელი თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის შეყვარებული, მოდელი აგუსტინა განდოლფო იქადნება, რომ არ აპირებს მშვიდად იმის ცქერას, თუ როგორ ეკურურება მის გულისსწორს ქალთა მთელი კოჰორტა და ყველაფერს იზამს, რომ აძუვნებული და კაცებზე მინადირე მდედრები ლაუტაროს არ გააკაროს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აგუსტინა განდოლფოს ცოტა ხნის წინ ნათქვამი აქვს - არ ვაპირებ ოდენ შეყვარებულის როლში ყოფნას და ჩემს გულის ვარდზე უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიფსკვნი ჯვარსო. თუმცა ისიც ცხადია, რომ ლაუტარო მაინცდამაინც არ ფიქრობს ურთიერთობების გაოფიციალურებას

საინტერესოა, როგორ გააკონტროლებს უცნობილეს ფეხბურთელს სენიორიტა აგუსტინა. არგენტინელის პოპულარობასაც რომ თავი დავანებოთ, მარტინესი მოქმედი სპორტსმენია და შესაბამისად, ხან ერთ ქალაქში უწევს ჩასვლა და დარჩენა და ხან მეორეში. მოდი და სდიე კაცს, რომელიც მუდმივად დაწანწალებს...

0.122626